Human Rights Watch-ის განცხადებით ტერორისტებს პროცესუალური ნორმების დარღვევით ასამართლებენ

ერაყის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით “ისლამური სახელმწიფოს” 38 ბოევიკი სიკვდილით დასაჯეს – The Independent-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე მომენტში ერაყის ციხეებში ათობით ათასი ადამიანია, რომლებიც ტერორიზმში არიან ბრალდებულები. ქვეყნის კანონების მიხედვით, ექსტრემისტულ გაერთიანებებში ყოფნის გამო მათ სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch -ის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში სპეციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი იტყობინებიან, რომ ყოფილი ბოევიკებისადმი განაჩენი პროცესუალური ნორმების დარღვევით დგება, კერძოდ, კი, ორგანიზაციის განცხადებით, ტერორიზმში ბრალდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას არ აძლევენ.

banner
წინა სტატიაშინინო ჯანგირაშვილი: მე მრცხვენია ოცნების მაგივრად
შემდეგი სტატიაინდოეთში ბედნიერების მინისტრს მკვლელობაში სდებენ ბრალს