HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიში არის მორიგი დადასტურება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც 2017 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი. სალაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ნაწილზე, სადაც საუბარია, რომ საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად:
“HUMAN RIGHTS WATCH-ის ეს ანგარიშიც არის მორიგი დადასტურება თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მიიღოს ქმედითი გადაწყვეტილება და რეალურად შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. ის ფაქტები, მათ შორის “საიას” საქმეებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველთან დაკავშირებით მოყვანილი სტატისტიკა, კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, როდესაც გამოძიება ეხება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, როდესაც საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურას, იქ როგორც წესი, გამოძიება არის პრობლემური,“ – აცხადებს სულხან სალაძე.

banner
წინა სტატიაშიკიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო
შემდეგი სტატია„მართლმსაჯულების სისტემას ხელისუფლება საკუთარი დაინტერესების მიხედვით იყენებს”- ხატია დეკანოიძე HRW-ის ანგარიშს ეხმაურება