ჰოლანდიის პრემიერმა თურქეთის წინაშე ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

ჰოლანდიის პრემიერმა მარკ რიუტემ უარი თქვა ანკარასთვის ბოდიშის მოხდაზე იმის გამო, რომ თურქ მინისტრებს ნიდერლანდებში გამოსვლის საშუალება არ მისცეს – ამის შესახებ პრემიერმა WNL-ს ეთერში გამოსვლისას განაცხადა.
“მე დაძაბულობის დეესკალაციას შევეცდები, მაგრამ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ” – რიუტემ განაცხადა. მან გაიხსენა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ჰოლანდიას “ფაშიზმის ნარჩენები” უწოდა. პრემიერის პოზიციას იზიარებს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერტ კუნდერსი. “ჩვენი ბოდიში სრულიად გამორიცხულია” – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მარტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჰოლანდიას, ასევე “ბანანის რესპუბლიკა” უწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნის წინააღდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ხვალ თქვენს შვილებს დაჭირდებათ ჩემი დახმარება !!!!
შემდეგი სტატიაკიევმა ევროვიზიის რუსი მონაწილის მიღების პირობები დაასახელა