ჰოლანდიელს, რომელიც გააუპატიურეს, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

ჰოლანდიელს, რომელიც გააუპატიურეს, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

7კატარის სასამართლომ ჰიდერლანდების მოქალაქე, რომელმაც კატარში მომხდარი გაუპატიურების შესახებ განაცხადა, დამნაშავედ ცნო და ბრალი ქორწინების გარეშე ინტიმური კავშირის დამყარებაში დასდო.
სასამართლომ ქალს, სახელად ლაურა (მისი გვარი არ სახელდება), ერთი წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და ჯარიმის 800 დოლარის გადახდა დააკისრა. ის სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს.
ლაურა მარტიდან დაკავებულია. მიზეზი გაუპატიურების შესახებ განცხადება გახდა, რომელიც მან ადგილობრივ პოლიციაში შეიტანა. ქალის თქმით, მის სასმელში რაღაც გაურიეს, როცა სასტუმროში საცეკვაოდ წავიდა, სადაც ტურისტებისთვის ნებადართულია ალკოჰოლის მიღება.
მეორე დილით, ლაურას მტკიცებით, მან უცნობ მამაკაცთან ერთად გაიღვიძა და მაშინათვე მიხვდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდა. განცხადების დაწერის შემდეგ დააკავეს როგორც დამნაშავე, ასევე თვითონ.
ქალის დაკავების მიზეზი ადგილობრივი კანონია, რომლითაც იკრძალება სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე.
სასამართლომ მამაკაციც, კანონის იმავე მუხლით, დამნაშავედ ცნო და გაროზგვა მიუსაჯა – 100 როზგი ქორწინების გარეშე ინტიმური კავშირისთვის და 40- ალკოჰოლის დალევისთვის.

banner
წინა სტატიაშიგერმანია შესაძლებელია თურქეთის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს
შემდეგი სტატიაინდოეთში გამანადგურებელი მიგ-27 ჩამოვარდა