ჰოლანდიელებმა ფრანგების თხოვნით როტერდამში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს

ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტის გვამი იპოვეს კალაშნიკოვთან ერთად

გუშინ საღამოს როტერდამის პორტში პოლიციამ საფრანგეთის 32 წლის მოქალაქე დააპატიმრა, რომელიც „ტერაქტების მოწყობის დაგეგმვაშია“ ეჭვმიტანილი – Associated Press-ი პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ანტიტერორისტული რეიდის მსვლელობისას უახლოესი ორი ქუჩის მაცხოვრებლების ავაკუაცია მოხდა.
ფრანგის გარდა კიდევ სამი ადამიანი დააკავეს, ცნობილია, რომ ორი მათგანი ალჟირელია წარმოშობით.
საფრანგეთის მთავრობამ დაპატიმრებაზე მოთხოვნა 25 მარტს მას შემდეგ გასცა, რაც გამოძიების ფარგლებში საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა. უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში“სადაც ხელს არ მოკიდებ ქართულ–რუსულ თემატიკას, ძალიან ბევრი ეკლებია ყველგან”
შემდეგი სტატიაპაკისტანის ტერაქტში დაღუპულების რიცხვი 70-მდე გაიზარდა