“ჰკითხეთ ერთი ამ ფრიდომ ჰაუსს” რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში?”

javaxishvili

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია “ფრიდომ ჰაუსსის” ვიცე-პრეზიდენტის განცხადება ‘რუსთავი 2″-თან დაკავშირებით.

როგორც ჯავახიშვილი აცხადებს, თუ მოქალაქე სასამართლოს საჩივრით მიმართავს, სასამართლომ ის უნდა განიხილოს.

“მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია. როგორც ჩანს, მათ არ იციან რაზეა საუბარი. რამდენი ხანია მიდის ეს საკითხი და ვერავინ ვერ გამცა პასუხი, რა გინდათ სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? თუ კაცი ჩივის, სასამართლომ არ უნდა განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა. მე სულ არ ვიცოდი ყარამანიშვილები იყვნენ მფლობელები თუ ვინ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ეს. ჰკითხეთ ერთი ამ “ფრიდომ ჰაუსს” რა ქნას ხელისუფლებამ ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში? გაუგებარია აბსოლუტურად”, – განაცხადა ჯავახიშვილმა

ცნობისთვის, „ფრიდონ ჰაუსის“ ვიცე პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.

banner
წინა სტატიაშიკავკასიის განვითარების ცენტრი ახალ სერვისს გთავაზობთ
შემდეგი სტატია„არცერთ კონკრეტულ ჩვენთვის დაგეგმილ პროექტს თანხა არ მოაკლდება”