ჰიზერ ნაუერტი:აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯია

ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯია და ვერაფერს შეცვლის, ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა გააკეთა.

„ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ასადი დღეს რუსეთის წაქეზებით მოქმედებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. აშშ-ი აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .

https://youtu.be/fNW1mCZRljE

 

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის აღელვებული და ემოციური კამათი პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასთან
შემდეგი სტატიანიკა მელია: საერთოდ არ მახსოვდა, პოლიტიკოსი თუ ვინ ვიყავი (video)