მკვლევარებმა ჰიტლერის უმცროსი ძმა იპოვეს

hitleriგერმანელმა ისტორიკოსმა ფლორიან კოტანკომ აღმოაჩინა, რომ ადოლფ ჰიტლერს უმცროსი ძმა ყავდა, მისი სახელია ოტტო ჰიტლერი, რომელიც სპეციალისტებს ადრე ადოლფის უფროსი ძმა ეგონათ. კვლევა გამოქვეყნებულია გერმანულ Oberoesterreichische Nachrichten-ში და მასზე დაყრდნობით ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ ოტტო, ალოისისა და კლარა ჰიტლერების ოჯახში, სინამდვილეში ადოლფის დაბადებიდან სამი წლის შემდეგ დაიბადა.

ოტტო დაბადებიდან 6 კვირაში ჰიდროცეფალიის გამო გარდაიცვალა. სულ ალოისის და კლარა ჰიტლერების ოჯახში 6 ბავშვი იყო (სამი გოგო და სამი ბიჭი). ადოლფი გახლდათ მეოთხე და არა მესამე მათ შორის.
მეცნიერებმა აღმოჩენა საარქივო მასალების შესწავლის შემდეგ გააკეთეს, რომელიც ავსტრიაშია დაცული, იქ, სადაც ჰიტლერი დაიბადა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რუსთავი2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება
შემდეგი სტატია(Video) ირინა სარიშვილი: ივანიშვილი ვაბანკზე მიდის