ჰელსინკში ბანკის ფანჯრიდან ცხენირემი გადმოხტა

ფინეთის დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი ბანკის ოფისიდან ცხენირემი (ლოსი) გადმოხტა – დღეს iltasanomat.fi წერს.
პოლიციის წარმომადგენლის, არტო ლაიტინენის თქმით, ცხენირემის ქალაქის ქუჩებში გამოჩენის შესახებ პირველი ინფორმაცია დღეს დილით მიიღეს. ამის შემდეგ ოთხფეხა იყო ტიოიოლოს რაიონში, სადაც ის ბანკის შენობაში შევარდა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა. მიუხედავად იმისა, რომ ლოსი დაშავდა, მან რამდენიმე ქუჩა მაინც გაირბინა. შემდეგ კი, პოლიციელებმა დააძინეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციელები აღნიშნავენ, რომ მომხდარი ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგანაც ლოსები ქალაქს, როგორც წესი, არ სტუმრობენ. სავარაუდოდ, ცხენირემი კუნძულ სეურასაარიდან შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის კატების სანაპირო ტურისტებში პოპულარული ადგილია
შემდეგი სტატიაბარსელონაში უსახლკაროების მხარდამჭერი აქცია არეულობებში გადაიზარდა