ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლს მასთან ათი წელი ჰქონდა სექსუალური კონტაქტი

ქალი, რომელიც ჰოლივუდელ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პროდიუსერთან 10 წელი სექსუალური კონტაქტი ჰქონდა – ვაინშტაინის ადვოკატი ბენ ბრაფმანი ამბობს – NBC News-ი ავრცელებს. “მისტერ ვაინშტაინს ერთადერთი მსხვერპლის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, რომელიც ორმხრივი თანხმობით მასთან ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 10 წლის მანძილზე, ინციდენტამდე და მას შემდეგ” – თქვა ბრაფმანმა. მან ბრალდებას გაუგებარი და აბსურდული უწოდა.
ვაინშტაინი 25 მაისს ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა. ის მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლად გამოუშვეს.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ შიმშილობის შეწყვეტა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიაწალენჯიხამ ევროპის დამეგობრებული ქალაქის სტუმრებს უმასპინძლა