haqqin.az – საქართველოში აზერბაიჯანული დელეგაცია არ შეუშვეს

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანული დელეგაცია, რომელიც თბილისში სომხეთის საელჩოს წინ დაგეგმილ აქციაში გეგმავდა მონაწილეობის მიღებას, საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. Haqqin.az-ის ცნობით, სომხეთის საელჩოსთან აქცია 23 აპრილს “დიასპორის საერთაშორისო ცენტრის” ორგანიზებითაა დაგეგმილი.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო წერს, დელეგაციის წევრები – დიასპორის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ისმაილ აგაევი, მისი მოადგილე სამირ ადგიოზიალი და ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნამიგ ისაევი საქართველოს საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა მიზეზების განმარტების გარეშე დააკავეს, მოგვიანებით კი აზერბაიჯანში გააბრუნეს.

“იმის მიუხედავად, რომ თბილისის მერიამ აქციის გამართვის ნებართვა გასცა, დიასპორის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელთა დაკავება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მწუხარებას იწვევს. ამის მიუხედავად, დიასპორის საერთაშორისო ცენტრი აქციის გამართვას მაინც გეგმავს”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში, რომელიც haqqin.az-მა გაავრცელა.

2030.news შეეცადა, აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაემოწმებინა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

banner
წინა სტატიაში“საფრანგეთში არასოდეს შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ”
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა