ჰამბურგში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა აკრძალეს

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დღეისათვის დაგეგმილი სააგიტაციო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო თურქეთის საგარეო საქმეთა მინსტრ მევლუტ ჩავუშოღლუს, მიმდინარე მომენტისთვის გადადებულია – “დოიჩე ველე” წერს. გუშინ ქალაქის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შენობაში, სადაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო, “არასაკმარისი უსაფრთხოების სისტემაა”. პოლიცია ამბობს, რომ შეხვედრა შენობის მდგომარეობის გამო გადაიდო, თვითონ ღონისძიება აკრძალვის ქვეშ არ მოყოლილა.
ჩავუშოღლუს გამოსვლის გადადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არ შედგება ასევე ჰამბურგის ცენტრში, იმავე საღამოს დაგეგმილი ავტომობილისტების აქცია. დემონსტრანტები გერმანელი-თურქი ჟურნალისტის დენიზ იუდჟელის მხარდასაჭერ აქციის გამართვას აპირებდნენ, რომელიც თურქეთის ციხეში ზის.
ადრე კიოლნში და გერმანიის სხვა ქალაქებში თურქი მინისტრების სააგიტაციო ღონისძიებები აიკრძალა.

banner
წინა სტატიაშიფრანგი რესპუბლიკელები არჩევნების წინ ფიიონს არ შეცვლიან
შემდეგი სტატიამოსკოვში რერიხის მუზეუმში ჩხრეკა მიმდინარეობს