გზებზე გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოქმედებს

news
: news დეკემბერი 7, 2015 11:23

გზებზე გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოქმედებს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სხვა სტატიები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც “თაიმერს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ გუდაური–კობის მონაკვეთზე.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, ამ დროისათვის, დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი:

თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მლეთა-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ნებადართულია ცალმხრივად. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ასევე, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე რეჟიმი დაწესებულია საავტომობილო გზის კიდევ ორ მონაკვეთზე:
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ147-კმ188 (მულახი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვლი, სუსტი ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი)) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

news
: news დეკემბერი 7, 2015 11:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics