“გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის” – იან კელი

იან კელი

რუსთვი 2-ის გარშემო განვითრებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩმა. იან კელის თქმით, ტელევიზიამ უნდა შეინარჩუნოს არსებული სახე, რადგან ის მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალიზმის არსებობის თვალსაზრისით.

“ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ხედვა კარგად არის ცნობილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის. ის მნიშვნელოვანი ხმაა ოპოზიციისთვის. იმედი გვაქვს, რუსთავი 2 ეთერში დარჩება, არაფერი შეიცვლება და ის იქნება მნიშვნელოვან ხმად პლურალიზმისთვის საქართველოში,” – აცხადებს იან კელი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციიდან არაერთმა პოლიტიკურმა პირმა სცადა, საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია შეეთავაზებინა – თალაკვაძე
შემდეგი სტატია(Video) ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან