“გვინდა ჩვენი რეფორმების შესახებ პარტნიორებმაც იცოდნენ, რომ ეს საქართველოს ლობირებისთვის გამოიყენონ”

news
: news დეკემბერი 8, 2015 12:00

“გვინდა ჩვენი რეფორმების შესახებ პარტნიორებმაც იცოდნენ, რომ ეს საქართველოს ლობირებისთვის გამოიყენონ”

ენსაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის პირველი დღე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS). საჯარო გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში. აუდიტორიას კი კითხვები, ძირითადად, ნატოში ინტეგრაციის, რუსეთთან ურთიერთობების, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ ჰქონდა.

„ამგვარი საჯარო დისკუსიების მთავარი ამოცანაა, გამოვცადოთ ჩვენი არგუმენტები, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული როგორც მიღწევების, ასევე პრობლემებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის წინაშეა. შეგვიძლია ვიამაყოთ რეფორმებით, რომელსაც საქართველო ატარებს და გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა პარტნიორმა იცოდეს ამის შესახებ, რათა ხვალ და ზეგ მათ ეს დისკუსიებში საქართველოს ლობირებისთვის გამოიყენონ. ჩვენი ამოცანაა, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რაც შეიძლება არსებობდეს აუდიტორიაში, რათა ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტები და ზუსტად იცოდნენ ფაქტები, რომლებსაც დაეყრდნობიან ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრებისა და მოწინააღმდეგესთან დებატების დროს,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

news
: news დეკემბერი 8, 2015 12:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics