გვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?! – დიახ, გვჭირდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელმაც საზოგადეობის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ვებგვერდზე განთავსებულ კითხვაზე – „თქვენი აზრით, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?“ – გამოკითხულთა, 74% – ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს; 24% – მიიჩნევს, რომ არ უნდა არსებობდეს, ხოლო გამოკითხულთა 1%-ს – კითხვაზე ეპასუხი არ აქვს.

მაუწყებლის ე.წ. ბორდის წევრის სულხან სალაძის განცხადებით, აღნიშნული გამოკითხვა სრულიად უადგილო იყო, რადგან საკითხი ასე მწვავედ არ დგას.

„გვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?! – დიახ, გვჭირდება. ნებისმიერი გამოკითხვა, რომლელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებას ეჭვის ქვეშ აყენებს, ვფიქრობ, რომ სრულიად უადგილო იყო, რადგან საკითხი ასე მწვავედ არ დგას. როგორი საზოგადეობრივი მაუწყებელი გვინდა, რა სტანდარტების, პრობლემები როგორ უნდა მოგვარდეს და ამ ფორმით ორიენტირებულ ჩართულობაზე რომ ყოფილიყო გამოკითხვა, სხვა თემაა“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მაუწყებლის ე.წ. ბორდი ახალი მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანული გამოცემა BBC „ფრესკოსა“ და „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომელთა პროტესტს ეხმაურება
შემდეგი სტატია“პასუხისმგებელია ახლანდელი გენერალური დირექტორი, რადგან ქაოსი მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო” – კორძაია