“გვართან თანამდებობის დაკავშირება არასწორია”- ვოლსკი მარგველაშვილზე

“გიორგი მარგველაშვილი კი არის პრეზიდენტი, მაგრამ იგი არ განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს”,- განაცხადა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, “ზოგადად, გვართან თანამდებობის დაკავშირება არის არასწორი”, – განაცხადა ვოლსკიმ. დეპუტატი აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნაა.

,,განსაკუთრებით დამახასიათებელია ასეთი განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომ კიდევ დაძაბულ სიტუაციაში ჰაერიდან შემოაქვს დაძაბულობა. პრეზიდენტმაც, პრემიერმაც, პარლამენტის წევრმაც და თავმჯდომარემაც, უნდა ვისაუბროთ ერთ საკითხზე, როგორ შედგება საკონსტიტუციო კომისია, რა პრინციპებზე იქნება ამ კომისიის მუშაობა დამყარებული, ვინ ჩაერთვება მუშაობაში და ა.შ. მარგველაშვილი, ვოლსკი და სხვები ამ საკითხს არ წყვეტენ, გააჩნია მართვის რა რესურსი ექნება პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტს და ამის მიხედვით ქვეყნისთვის როგორ იქნება უკეთესი და არა მარგველაშვილისთვის, კვირიკაშვილისთვის თუ კობახიძისთვის, რომელიც იმედია არჩეული იქნება პარლამენტის თავმჯდომარედ”, – აღნიშნა ვოსლკიმ.

banner
წინა სტატიაში(video) ქართველ “კანონიერ ქურდს” იტალიაში რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად გადაეცა
შემდეგი სტატიამარტინ შულცი: აშშ-ს პოლიტიკური სისტემა საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ დონალდ ტრამპი შეაკავოს