გუშინ უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი

უჯარმის ციხესთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

ავარია გუშინ საღამოს მოხდა. უჯარმის ციხესთან ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.
საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქე მიიყვანეს, მათგან ერთი – 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენ ორს კი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებულებს კიდურებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნებათ.

თბილისიდან და თელავიდან მომავალი სამარშუტო ტაქსების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

banner
წინა სტატიაშიდაკავება ბათუმში პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის
შემდეგი სტატიახვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება