გურჯაანში პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

გურჯაანში პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევის გარკვევას ცდილობდა, რა დროსაც მძღოლმა ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია მხოლოდ ახლოს მდებარე მაღაზიის ფანჯრები.

პოლიციელების თავდასხმაში ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის და მას პოლიცია ამ წუთებშიც ეძებს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას და მისი საქმიანობის შეწყვეტას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტია იწყებს აქციების სერიას ონლაინ-სესხებისა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ
შემდეგი სტატია„დიდი იმედი არ მაქვს, რომ უმრავლესობიდან ვინმე მართლა გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მათსავე დაპირებებში იყო,“