გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მოხდა 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ,,ჟიგულის“ მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რა დროსაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

,, ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ჟიგულის მარკის ავტომობილს მართავდა უმძიმესი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებისთანავე მოვიდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ის ჩვენი მეზობელი სოფლის, ველისციხის მცხოვრები იყო“,- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ვალერი ბოსტოღანაშვილი.
ექიმების ინფორმაციით, ავტოავარიის დროს დაშავებული მეორე პიროვნება, ამ დროისთვის, გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას კახეთის საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“ახალი პროგრამა იმ პენსიონერებს ეხებათ, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ”
შემდეგი სტატიათელავში ყოფილი პარლამენტარი მოკლეს