გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს მღვდელმსახურება აღუდგა

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ექვთიმეს მღვდელმსახურება აღუდგა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ დაადგინა, რომ ის უდანაშაულო იყო.

„სასამართლომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ის იყო უდანაშაულო. იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო. უბრალოდ მეუფემ თავისთავზე აიღო. ამიტომ მას აღუდგა მღვდელმსახურება“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე ექვთიმესთვის მღვდელმსახურების შეწყვეტა ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – პოროშენკომ ოთხი მოთხოვნა უნდა შეასრულოს ან გადადგეს
შემდეგი სტატიამოქალაქე ირაკლი ხოფერიას შესაძლო წამების ფაქტზე პროკურატურამ საქმე შეწყვიტა