გურიაში პოლიციის რეიდები დაიწყო

გურიაში, მთელი რეგიონის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი დაიწყო. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ, მათი ვინაობით ინტერესდებიან, დოკუმენტაციას თხოვენ და საბარგულებს ამოწმებენ.

გარდა ამისა, ოზურგეთის შემოსასვლელსა და გასასვლელებში, ისევე როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტში, გუშინ საღამოს საათებში დაწყებული კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

ადგილებზე რამდენიმე პოლიციელია მობილიზებული, აჩერებენ ნებისმიერ გამვლელს და ტრანსპორტს. მოწმდება მგზავრთა საბუთები და ხდება ავტომანქანების გარეგნული დათვალიერება.

თუ რას უკავშირდება შემოწმებები, ამის შესახებ კომენტარს პოლიციელები არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ჩვეულებრივი სახის საპოლიციო კონტროლი, რომელიც როგორც გურიაში ისე სხვა რეგიონებში სისტემატიურად ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტერორიზმის რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი