გურიაში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ მიაღწია

გურიაში დღეს დილიდან გადაუღებლად თოვს. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გზები ინტენსიურად იწმინდება.

მობილიზებულია სპეც. ტექნიკა, შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გურიის გუბერნატორი ხელმძღვანელობს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი – ტელ: (0496)27 – 58 – 81; 595 59 – 77 – 70 . შტაბს კოორდინაცია აქვს “ენერგო – პრო ჯორჯიას,” “წყალმომარაგების კომპანიისა“ და “სოკარ გაზის” შტაბებთან.

“სამწუხაროდ, გურიის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 2400-მდე აბონენტს, თუმცა, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია დაახლოებით 25-მდე ერთეული ტექნიკა. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ ყველა არსებულ რესურსს ვიყენებთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. გზებზე იყრება მარილი. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეექმნას. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და მეზობელ რეგიონებთან. სამეგრელოს გუბერნიიდან უახლოეს საათებში სამხიდიანი გრეიდერი შემოვა“,- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებს, აქ თოვლის საფარმა 50 სმ მიაღწია. სოფლებთან დამაკავშირებელი გზებიც ინტენსიურად იწმინდება. მუნიციპალიტეტების ქუჩებში სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

banner
წინა სტატიაში„რაც ნაკლებად დაუპირისპირდებიან ჩვენი კოლეგები ევროპულ ინსტიტუტებს, მით უკეთესი“
შემდეგი სტატიაობამამ ჰიპოთეთიკურ მესამე ვადის არჩევაზე უარი განაცხადა