გურამ შარაძეს მეორედ არავის მოგაკვლევინებთ!

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 19:53

გურამ შარაძეს მეორედ არავის მოგაკვლევინებთ!

გასულ კვირაში, სატელევიზიო გადაცემებში, გავიდა კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის სატელეფონო ჩანაწერის ფრაგმენტები. სრული ვერსია გავრცელდა ინტერნეტში, დაიბეჭდა გაზეთ ,,ქრონიკა+“’შიც, მაგრამ არსად თქმულა მთავარი:

რა პრეისტორია ჰქონდა ამ ჩანაწერს და რატომ დაურეკა სოსო გოგაშვილმა, მაინცდამაინც, კახა მიქაიას; რა სასამართლოზეა საუბარი; რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მამაჩემის მკვლელობასთან და პირადად, ჩემთან; რა პრეტენზია აქვს გოგაშვილს მიქაიასთან, რატომ ელაპარაკება მიქაია გაღიზიანებული და ა.შ…

უმჯობესი იქნებოდა, აქ, ჩემს მაგივრად, კახა იჯდეს, ის უფრო ამომწურავად გასცემდა პასუხს ყველა შეკითხვას. მესმის, რომ ძალიან დაძაბული კვირაა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით და შემდეგ გადაცემაში მოიწვევთ. კახა ბევრ ისეთ დეტალსაც გეტყვით, რაზეც მე ახლა საუბარი არ შემიძლია. ამას გთხოვთ და მოგიწოდებთ არამარტო თქვენ, არამედ, მთლიანად, პრესას, რადგან კახა მიქაია შავ სიაში ჰყავს ხელისუფლებას შეყვანილი-აცხადებს რუსიკო შარაძე.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 19:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics