გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ვიდეომასალა წარუდგინა

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ ჟურნალისტებს დღეს ვიდეომასალა წარუდგინა. მისი თქმით, ვიდეომასალა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან მომხდარი ინციდენტისას, გასროლის შემდგომ არის გადაღებული.

„ეს არის ვიდეოკადრი, რომელზე საუბარსაც გაურბის პროკურატურა და მალავს ყველა. ეს არის გასროლის შემდგომი ვიდეოკადრი, ასევე, უწყვეტი კადრი, სადაც დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ სუნთქავს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანაში ნაპოვნ იარაღებს იღებენ და აქეთ-იქით დაატარებენ.

პროკურატურის ცრუ მოწმე გოჩა მუკბანიანი ამავე კადრში დამატებით კიდევ ერთხელ გადასცემს 022-ს ინფორმაციას, რომ არიან დაჭრილები და დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფი.

ამავე უწყვეტ ნაწილში ერთ-ერთი დაკავებულის ხელზე ჩანს მაჯის საათი და ფიქსირდება დრო. ექსპერტიზით დადასტურებულია ეს დრო და ეს არის 02 საათი და 20 წუთი. სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მიდის 02 საათსა და 22 წუთზე. ხოლო გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე გამოძიებით დადგენილი დროით ფიქსირდება 02 საათსა და 31 წუთზე. უწყვეტ კადრში ჩანს, ცრუ მოწმე გოჩა მუკბანიანი იძახებს სასწრაფოს“, – აცხადებს გურამ დონაძე.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე და იმ პირთა შესახებ ილაპარაკა, ვინც 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღის ჩადების ბრძანება გასცეს

banner
წინა სტატიაში„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი და კობახიძის შეფასებები – მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა