“გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”

KAMERONIთუ მე ვიქნები არჩეული “ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ქართველ ჟურნალისტებს დეპუტატ თამაზ მეჭიაურის საარჩევნო სიაში ყოფნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება ზოგადად „ქართული ოცნების“ გუნდს, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი, იქნება ნაწილი ძველი გუნდიდან წარმოდგენილი.

„ახალი სახეების წარმოდგენა გვექნება უალხოეს მომავალში. შემიძლია, გითხრათ, ახალი სახეების გუნდი, პარტიის ლიდერების მხრიდან იქნა შერჩეული მთლიანად. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. გასაუბრებათა მთელი სერია იყო და ძალიან დიდი რაოდენობა იქნა ახალგაზრდების შერჩეული. რა თქმა უნდა, თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადმიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

https://youtu.be/rehGrVpIppY

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს
შემდეგი სტატია“მე არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემ საგარეო ორიენტაციას