გულნარა კარიმოვა მამის დასაფლავებაზე არ ყოფილა

გულნარა კარიმოვა მამის დასაფლავებაზე არ ყოფილა

5 (2)უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილი მამის დასაფლავებას არ ესწრებოდა – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი “ფერგანა” ავრცელებს.
მეორე ქალიშვილი, 38 წლის ლოლა, სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა.სააგენტო წერს, რომ უფროსი კარიმოვა ფაქტობრივად, შიდა პატიმრობაშია და არც ინტერნეტთან აქვს წვდომა. მასთან მისი ქალიშვილი იმანი ცხოვრობს, ვაჟიშვილი ისლამი კი ლონდონში სწავლობს. ბაბუის დასაფლავებაზე ისიც არ ყოფილა.
გულნარა კარიმოვა რამდენიმე წლის წინ გაქრა მედიიდან, რომელიც წერდა, რომ ის, ფაქტობრივად სიტუაციის მძევალი გახდა – მის ირგვლივ იჭერდნენ და აპატიმრებდნენ ყველას. მანამდე კი, ის მამის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტად მოიაზრებოდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ასეთი სისტემა მუდამ კლავს სანდრო გირგვლიანს!!!
შემდეგი სტატიასავჩენკომ რუსეთს “უკრაინის მტერი” უწოდა