გუგული მაღრაძე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას ითხოვს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა შესაძლოა, სავალდებულო იყოს ან მოწევა მთლიანად აიკრძალოს. ამის შესახებ საკაკონდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. ინიციატორია დეპუტატი გუგული მაღრაძე.

ინიციატივის თანახმად, უნდა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.

“აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის პირველ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ცალკე მოსაწევი ადგილების გამოყოფა მოზაერხონ ან მოწევა მთლიანად აკრძალონ“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

banner
წინა სტატიაში“თედო კობახიძის შესახებ გამოთქმული ბრალდებები ძალიან გავს იმ კამპანიას, რომელიც ალეკო ელისაშვილმა დაიწყო”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი NDI-ის შემფასებელთა მისიას შეხვდა