გუგული მაღრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის თანამშრომლების ხელფასის არათანაბარ გადანაწილებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის ხელფასის არათანაბარ გადანაწილებაზე საუბრობს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით იხილავენ, დეპუტატი დაინტერესდა, ვინ განსაზღვრავს ხელფასის რაოდენობას საზოგადოებრივი მაუწყებელში დაქირავებული ადამიანებისთვის.

„ხელფასის ბადის შედგენაში ადრე სამეურვეო საბჭოც მონაწილეობდა, ახლა მთლიან ბიუჯეტს კი ამტკიცებს, მაგრამ ვის, როგორ გადაუნაწილდება – არა. იმიტომ რომ, დღესაც ძალიან დიდი წინააღმდეგობებია. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ხალხი იღებს ხელფასს 400-500 ლარს და რადიოს მუშაობა ძალიან ბევრს მოსწონს და თვითონ ტელევიზიაში არის ადამიანი, რომელსაც ათასობით აქვს [ხელფასი]. ეს ხომ საბიუჯეტო ორგანიზაციაა?! თითოეული ადამიანისთვის რამდენი უნდა იყოს ხელფასი, რაღაც თანაფარდობა ხომ უნდა არსებობდეს? ვინ განსაზღვრავს ხელფასის რაოდენობას ამა თუ იმ დაქირავებულისთვის?“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაში,,არც კი განგვიხილავს საკითხი, რომ მეგის ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან სააკაშვილის წინააღმდეგ ითანამშრომლებს”
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს