გუგული მაღრაძე: რასაც “რუსთავი 2” აკეთებს, დანარჩენებიც მიყვებიან იმას და რატომ?

ქართული ოცნების წევრი, გუგული მაღრაძე რუსთავი 2-ს აკრიტიკებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მედია საშუალება არასწორ აქცენტებს სვამს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს სათანადოდ არ აშუქებს.

“რუსთავი 2 აძლევს ხოლმე ხშირად ტონუსს, რასაც რუსთავი 2 აკეთებს, დანარჩენებიც მიყვებიან იმას და რატომ? გვარამიას დამოკიდებულება ჩემდამი ვიცი, მაგრამ, არ მგონია, გვარამიას ხელი წვდებოდეს ყველა ტელევიზიას. შეიძლება ვანოს შოუს წვდება და თავის თანამშრომლებს, ამიტომ მე მიკვირს, რატომ ვერ ნახულობენ ხოლმე ჟურნალისტები ისეთი ტიპის საკითხების გაშუქებას, რაც არის მნიშვნელოვანი, მარტო ევროსაბჭოზე არ არის ლაპარაკი, ნებისმიერი შიდა და გარე საკითხი, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც რატომღაც ვერ აგნებენ ჟურნალისტები, უბრალოდ გული მწყდება, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მიეწოდება ეს ინფორმაცია, გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, სათანადოდ არ მიეწოდება,“ – აცხადებს გუგული მაღრაძე.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტებმა აშშ-ს სამხედრო ტექნიკა მოლდოვაში რამდენიმე საათით არ შეუშვეს
შემდეგი სტატიაობამამ ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა