გუგული მაღრაძე კანდელაკს პასუხობს (VIDEO)

„მე გავახსენებ კანდელაკს, რომ არ ვარ 25 წლის ახალგაზრდა ადამიანი, მე ვცხოვრობდი იმ ეპოქაში, რომელსაც ერქვა საბჭოთა ეპოქა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში საკმაოდ ძნელი იყო გარკვეული შეხედულებების გატანა, მე ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მახსოვს, სკოლის დირექტორი მეუბნებოდა, რაღაც ისეთს ნუ იტყვი, უხერხულობაში არ ჩაგვაგდო, მარტო ოთახში ილაპარაკე და ა.შ. მე არ ვამბობ, რომ მე ვიყავი დისიდენტი, მაგრამ ჩემს შრომაში, ფსიქოლოგიაში, დისერტაცია უნდა აეღო ჩემი კანდელაკს და უნდა ენახა. ეს არის ბროშურა, რომელიც მე დავწერე საზოგადოება „ცოდნის“ შეკვეთით. კანდელაკს ვუპასუხებ, რომ დაჯდეს თავისთვის და აკეთოს თავისი საქმეები და მას არანაირი უფლება არ აქვს არც მორალური, არც ინტელექტუალური, რომ იმსჯელოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც, მიუხედავად კომუნისტური ქარცეცხლისა გამოიტანეს თავისი პიროვნება შეუბღალავად დღემდე“,-განაცხადა მაღრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი უმრავლესობის დეპუტატ გუგული მაღრაძეს კომუნისტური იდეების გატარებაში ადანაშაულებს. კანდელაკმა ამის შესახებ სტრასბურგში ისაუბრა. უმცირესობის დეპუტატი ერთ-ერთ გაზეთში კომუნიზმის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ 80-იან წლებში გამოსცა.

კანდელაკის თქმით, მაღრაძე არის „ოცნების“ დეპუტატი, რომელიც საუბრობს ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე, ადამიანის უფლებებზე, მაშინ როდესაც ამ ბროშურაში აქტიურად ახსენებს ლენინს და კომუნიზმს.

უმცირესობის დეპუტატს გუგული მაღრაძემ უპასუხა და მისი ნაშრომის მოტივები განმარტა.

„მე გავახსენებ კანდელაკს, რომ არ ვარ 25 წლის ახალგაზრდა ადამიანი, მე ვცხოვრობდი იმ ეპოქაში, რომელსაც ერქვა საბჭოთა ეპოქა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში საკმაოდ ძნელი იყო გარკვეული შეხედულებების გატანა, მე ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მახსოვს, სკოლის დირექტორი მეუბნებოდა, რაღაც ისეთს ნუ იტყვი, უხერხულობაში არ ჩაგვაგდო, მარტო ოთახში ილაპარაკე და ა.შ.

მე არ ვამბობ, რომ მე ვიყავი დისიდენტი, მაგრამ ჩემს შრომაში, ფსიქოლოგიაში, დისერტაცია უნდა აეღო ჩემი კანდელაკს და უნდა ენახა. ეს არის ბროშურა, რომელიც მე დავწერე საზოგადოება „ცოდნის“ შეკვეთით. კანდელაკს ვუპასუხებ, რომ დაჯდეს თავისთვის და აკეთოს თავისი საქმეები და მას არანაირი უფლება არ აქვს არც მორალური, არც ინტელექტუალური, რომ იმსჯელოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც, მიუხედავად კომუნისტური ქარცეცხლისა გამოიტანეს თავისი პიროვნება შეუბღალავად დღემდე“,-განაცხადა მაღრაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=Bck9u3_ruZk&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ:ჰააგა 2008 წლის ომს გამოიძიებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს სახელმწიფო დაცვა აღარ იცავს