გუგეშაშვილის მკვლელობის მოტივი – შსს ქარვის ბიზნესის ვერსიაზე მუშაობას ადასტურებს

დოდო გუგეშაშვილსა და მისი შვილის თავდასხმის საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, განიხილება ქარვის ბიზნესში ჩართვის ვერსიაც – ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ხდება მათ შორის მედიაში გაჟღერებული ყველა ინფორმაციის გადამოწმება.

,,ხდება ყველა იმ ვერსიის გადამოწმება, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს. ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“- აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

დოდო გუგეშაშვილის შვილი საკუთარ სახლში 7 თებერვალს მოკლეს, გუგეშაშვილი კი დაჭრეს. საქმეზე დაკავებული არავინაა.

banner
წინა სტატიაშიფარცხალაძე გახლავთ პრინცის, ბერა ივანიშვილის მეგობარი და მეეჭვება პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე – დათუკიშვილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კომპანია რომელიც გუდიაშვილის მოედნის პროექტს განახორციელებს უკვე შერჩეულია