“გუგავას მაგივრად თბილისის მერად ქურდი მოვიდა, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ქურდის შვილი”- ნათელაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი გუნდი აგრძელებს ბრძოლას, იმისთვის რომ „ივანიშვილი და ბანკირთა ხროვა“ საბრალდებო სკამზე მოხვდეს. მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის მიზანი იყო რომ თვითმმართველობებში „მოუსყიდავი და ღირსეული ლეიბორისტები“ არ შეეშვათ
„სამაგიეროდ გუგავას მაგივრად მოვიდა კალაძე, შესაბამისად მოვიდა გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ტარიფები ეს პროცესები გაგრძელდება. თბილისში მერად ქურდი მოვიდა, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ქურდის შვილი, რომლის მამამაც პოლიტიკა 20 წლის წინ ბიზნესი დაიწყო 8 მილიონით და დაამთავრა 800 მილიონით“- განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეხმიანება