გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია – დედაქალაქის მერი 50 მილიონიანი პროექტის ტენდერის გარეშე გაფორმებას ითხოვს

დედაქალაქის მერია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით, ერთი კონკრეტული კომპანიისთვის ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს.

შესაბამისი განკარგულება დედაქალაქის მერმა გამოსცა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, კალაძის განკარგულება ქვეყნის პრემიერს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.

ენმ თბილისის მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ კალაძე ნარმანიას პრაქტიკას აგრძელებს.

,,კალაძე ითხოვს 50 მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმოს ტენდერის გარეშე, რაც არის ნარმანიას დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. ამ გადაწყვეტილებით, რომ ტენდერს არ ატარებს კალაძე, დედაქალაქის მოსახლეობამ უკვე იზარალა 5 მილიონი ლარი.

ამ თანხით შეიძლებოდა 4500 პედაგოგებისთვის 100 ლარიანი დანამატის გაკეთება ერთი წლის განმავლობაში, ას ლარიანი ვაუჩერი მიეცათ 50 ათასი პენსიონერისთვის, ამ თანხით შეიძლებოდა 10 ათასი სტუდენტისთვის 500 ლარიანი სტუდენტური დასაქმება. ნაცვლად იმისა, რომ თბილისელებისთვის დაიხარჯოს ეს თანხა, ვხედავთ ისევ კორუფციას, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებას, შემდეგ ვინ ღებულობს ამ ტენდერს ვხედავთ, ამას იღებენ ,,ქართული ოცნების“ წევრები,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიცია მოუწოდებს პრემიერს, განკარგულებას ხელი არ მოაწეროს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა