გუდაუთაში მამაკაცს სამი სახის იარაღიდან ესროლეს

გუდაუთაში ადგილობრივი დიმიტრი ოზგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული 13 ჭრილობით გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ-აფხაზეთი” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამომძიებლების თქმით, ვიზუალური დათვალიერებიდან ჩანს, რომ მამაკაცს სამი სახის იარაღიდან ესროდნენ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გილზები.

დიმიტრი ოზგანს თავდამსხმელები საკუთარ სახლთან ელოდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
შემდეგი სტატიაიჟევსკში 9–სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა