გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა. მომდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

https://youtu.be/OnRXFhartGw

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის მორიგი შემზარავი ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიასენაკში ავტომობილის გატაცების ფაქტი მოხდა