გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა ორი ახალგაზრდის შეჯახებას მოჰყვა

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა ორი ახალგაზრდის შეჯახებას მოჰყვა

გუდაურში სრიალის დროს 14 წლის გოგონა გარდაიცვალაგუდაურში, თოვლზე სრიალის დროს, ორი ახალგაზრდა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, 14 წლის გოგონა გარდაიცვალა და 19 წლის ბიჭი დაშავდა.ინფორმაციას ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. თოვლზე სრიალის დროს, ორი ახალგაზრდა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 14 წლის გოგონა გარდაიცვალა და 19 წლის ბიჭი დაშავდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს“, – აღნიშნულია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილის განცხადებით, გამგებლის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის კოორდინატორებზე ზეწოლა ხორციელდება
შემდეგი სტატიაამერიკულმა ბომბდამშენმა ჩრდილოეთ კოერას გადაუფრინა