გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ლიპყინულის გამო დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, კოლონებად ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებული არ იქნება