გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

უწყების ცნობით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება.

ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ჩვენი პოზიციები როდესაც “გაზპრომთან” ვსაუბრობთ, გაძლიერებულია