The Guardian-ის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს

The Guardian-ის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს

11ბრიტანული გაზეთის The Guardian ჟურნალისტი შონ უოკერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაადანაშაულა მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში, ოდესის გუბერნატორს “ტვიტერზე” პასუხობს. მან დაწერა, რომ ხელახლა მოუსმინა ოდესის ხელმძღვანელთან ჩაწერილ ინტერვიუს და დარწმუნდა იმაში, რომ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის მთავრობას ნამდვილად “უნიჭო ადამიანების ნაკრები” უწოდა.
“იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი ამას “ფეისბუქზე” უარყოფს, მან უკრაინის ახალ მთავრობას ნამდვილად უწოდა “უნიჭო ადამიანების ნაკრები. ეს წამია შევამოწმე აუდიო ჩანაწერი” – წერს ჟურნალისტი.

ტვიტზე ჟურნალისტმა ბმული სააკაშვილის პოსტს მიაბა, რომელზეც გუბერნატორს “გარდიანის” სტატია ქონდა გაზიარებული რედაქციისადმი მიმართვით, რომ ის არასდროს დაუძახებდა უკრაინის ხელისუფლებას “უნიჭო ადამაინების ნაკრებს” და რედაქციას მოუწოდა “აშკარა შეცდომის” გამოსწორებისკენ.

სტატია The Guardian-ში 25 მაისს დაიბეჭდა. სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს და ახალ მთავრობას აკრიტიკებს, რომელსაც, მისი აზრით რეფორმების ზუსტი ხედვა არა აქვთ.

banner
წინა სტატიაში„საქმე N4612“ – ექსპოზიცია მერაბ კოსტავას მემორიალურ ბინა-მუზეუმში
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა