The Guardian-ი ჯამალას პორტრეტით გამოვიდა სათაურით “პუტინ, გესმის?”

1 14 მაისის  The Guardian-ის ნომრის პირველი გვერდის სტატიის სათაური იყო “პუტინ, გესმის?” – სტატია უკრაინელ მომღერას, “”ევროვიზიის” გამარჯვებულ ჯამალას და ევროპელების პოლიტიკურ არჩევანს ეძღვნებოდა. “ევროპელებს შეუძლიათ თქვან, რომ ისინი უკრაინელების პრობლემას გულგრილად არ უყურებენ, გულგრილად არ უყურებენ ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ მაშინ, როცა ევროვიზიაზე უკრაინას მისცემენ ხმას” – წერს გამოცემა.

“თუკი მე მოვიგებ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თანამედროვე ევროპელები გულგრილები არ არიან და შეუძლიათ სხვების ტკივილის გაგება და თანაგრძნობა” – განაცხადა ჯამალამ 14 მაისს, ფინალამდე.

The Guardian-ი ჯამალას ფოტოებსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ “ევროვიზია 2016-ზე” უკრაინელმა მომღერალმა გაიმარჯვა.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია:„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ პარტიის დატოვებას აპირებს