გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კერძოდ, იმისათვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეაჩერებს სააღმზრდელო პროცესს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა
შემდეგი სტატიაკორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ვითარება არ შეცვლილა