გრიგორი კარასინმა და რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოზე ისაუბრეს

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვიგაუდას უშაცკასმა გუშინ გამართული შეხვედრის დროს საქართველოზე ისაუბრეს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განხილვის საგანი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა გახდა.

“მოხდა აზრების გაცვლა მოლდოვაში სიტუაციის განვითარებაზე, ასევე საქართველოსთან ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/366817-grigori-karasinma-da-rusethshi-evrokavshiris-tsarmomadgenlobis-khelmdzghvanelma-saqarthveloze-isaubres.html

banner
წინა სტატიაშიანკარის გარდა აფეთქება შვედეთში, თურქეთის კულტურის ცენტრში მოხდა
შემდეგი სტატიაქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია