გრიგორი კარასინი: უკეთესი იქნება თუ “ოკუპაციის შესახებ კანონს” საერთოდ გააუქმებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის აზრით, კარგი იქნება თუ საქართველო “ოკუპაციის შესახებ კანონს” საერთოდ გააუქმებს. ამის შესახებ კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსი პარლამენტარები ფიქრობენ დაესწრონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი.

“წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ ისევ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება”, – განაცხადა კარასინმა და ისიც აღნიშნა, რომ ამ თემაზე ზურაბ აბაშიძესთან ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგორში ახალგაზრდა ქალმა სამხედრო მოსამსახურე მოკლა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თემაზე რუსულ მხარესთან კომუნიკაცია არსებობს