გრიგორი კარასინი ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსი მესაზღვრეების კავშირი უარყო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, შეხვედრის ფარგლებში მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ე.წ. აფხაზეთის რსპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო რაიონში ვითარებასთან, ასევე მიმდინარე წლის 14-15 ივნისს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადების საკითხებთან დაკავშირებით.

“19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის განხილვისას მოხდა კატეგორიული უარყოფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებების ინციდენტთან რუსი მესაზღვრეების კავშირის შესახებ” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.

გრიგორი კარასინი მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერტს, ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეჰლერსა და გაერო-ს წარმოამდგენელს ანტი ტურუნენს შეხვდა.

შეგახსენებთ, 19 მაისს, 30 წლის გიგა ოთხოზორია, სოფელ ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.

banner
წინა სტატიაშიხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე დაშავდა
შემდეგი სტატიასიმამრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა