გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს უერთდება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე არა მიწვეული სტუმარი, არამედ როგორც პარტიის წევრია.

ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს სპორტის სასახლეში, პარტიის ყრილობის დაწყებამდე განუცხადა.

„მე უკვე აღარ ვარ მოწვეული წევრი. შეგიძლიათ, ჩამთვალოთ, როგორც ამ ორგანიზაციის წევრად. მგონია, რომ ამ პარტიის და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ძალიან სასიხარულო მოვლენასთან გვაქვს საქმე. მომავალზე რომ ვსაუბრობთ, ორ მიზანზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება – ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია და მეორე, რომ პარტია ჩადგეს ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ სპორტის სასახლეში პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობას სხდომას მართავს.

banner
წინა სტატიაში5-მა ქალმა რუსთავში აფთიაქი გაქურდა
შემდეგი სტატია“ენმ”-ს ყრილობას ხატია დეკანოიძე ესწრება