გორში საბავშვო ბაღის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ქალაქ გორში, N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და ორი ლეპტოპი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დ.გ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში საბავშვო ბაღი გუშინ გაქურდეს. დილით ბაღში მისულ თანამშრომლებს შენობა გაძარცვული დახვდათ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის უკრაინაში ვიზიტზე – ეჭვი მაქვს, რომ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საუბარი შეეხება სააკაშვილს
შემდეგი სტატია,,სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხას” – ჭანტურიას ადვოკატი