გორში ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს

OQRUASHVILIთავდასხმა მოხდა გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ოქრუაშვილზე. მას ცეცხლი დღეს საღამოს გაუხსნეს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა დაჭრილია მისი დაცვის წევრი და ერთი აქტივისტი, რომლებიც ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

„შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, მოვიდა 2 ტიპი უზრდელურად, ჩვენ ძალიან თავაზიანად, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, შემდეგ ამოიღო იარაღი და ისროლა ირაკლის მიმართულებით და დაგვეჭრა 2 კაცი. მათი მდგომარეობა სტაბიულურიაო ასე ამბობენ ექიმები,“- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი.

განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი ერთ საათში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა.

როგორც  უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, გორში, ორი პირის დაჭრის ფაქტზე, ბრალდებულის იდენტიფიცირება მომხდარია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ვცდილობ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესში,”- მარგველაშვილი სააკაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატია(video) ,,ყველაფრის თავი კახა კალაძის ცოლისძმაა“ – ოქრუაშვილის პირველი კომენტარი