გორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108(მკვლელობის მცდელობა) მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიატორსტენ კიოლერი: საქართველო არსებითი პაკეტის ყველა პუნქტს ზედმიწევნით ახორციელებს