გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, ომის დროს დაღუპულ გმირთა პატივისცემა ყველა ადამიანის მოვალეობაა.
“ჩვენ ყველას გვახსოვს, რა მოხდა 8 წლის წინ საქართველოში. განსაკუთრებულად დაზარალდა გორი და გორის რაიონი. მნიშვნელოვანია იმ გმირების დაფასება და მათი საკითხის უკვდავყოფა, რომლებიც ომში დაიღუპნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობამ იცოდეს მათი ღვაწლი და მათი სახელი, – განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გეგმავენ სოფელ შინდისში ჩასვლას და იქ არსებული მემორიალის ყვავილებით შემკობას.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ბრაზმა უნდა გაგვაერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ, ყველა მოქალაქე, მავთულხლართის ორივე მხარეს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური დევნა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ